2021 წლის ივანისში საქსრთველოში ფულადი გზავნილების სახით 201.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ფულადი გზავნილების სტატისტიკის აღრიცხვის ისტორიაში ერთ თვეში მიღებული მაქსიმალური ოდნების გზავნილებია.
წინა წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ზრდა ძირითადად რუსეთიდან გზავნილების 20%-ით მატებამ განაპირობა. წინა თვეში რუსეთიდან $39 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ქვეყანაში გზავნილების სახით $31.7 მილიონი შემოვიდა.
1. რუსეთი – $39.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
2. იტალია – $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
3. აშშ – $25.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
4. საბერძნეთი – $20.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2%
5. ისრაელი – $15.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
6. გერმანია – $9.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48%
7. თურქეთი – $9.1 მილიონი, კლება წინა წელთან -16%
8. უკრაინა – $8.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%
9. აზერბაიჯანი – $7.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 50%
10. ესპანეთი – $4.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
11. ყაზახეთი – $4.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 193%
12. საფრანგეთი – $3.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
13. პოლონეთი – $2.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
14. კანადა – $2.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
15. ირლანდია – $1.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 51%
საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც გზავნილები ქვეყნის მშპ-ის 13%-ს აგენერირებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წილით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $26.5 მილიონი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით მეტია.
bm.ge