ოზურგეთში მაწანწალა ძაღლებმა “სოკარის” თანამშრომელი შუა ქუჩაში საცვლების ამარა დატოვეს

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაწანწალა ძაღლები თავს კომპანია “სოკარის” თანამშრომელს დაესხნენ და მას შარვალი წარსტაცეს.

 

 

ინციდენტი, დღეს, დაახლოებით 12 საათზე, მაშინ მოხდა, როცა “სოკარის” ინკასატორი, აღნიშნულ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მრიცხველებს ამოწმებდა და იქ მცხოვრები მომხმარებლების მიერ გამომუშავებული ბუნებრივი აირის მონაცემებს ინიშნავდა.

საბოლოოდ ინკასატორმა, მაწანწალა ძაღლების მოგერიება შეძლო, თუმცა შემთხვევის ადგილი საცვლის ამარა დატოვა, რამაც იქ მცხოვრები მოქალაქეები გაამხიარულა.

ცნობისათვის, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ოზურგეთში, მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანებზე თავდასხმის 1400 მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს მონაცემები, ერთ ერთ ბოლო საკრებულოს სხდომაზე, ერთ ერთი კომისიის ტავმჯდომარემ, ქეთი ხომერიკმა გაასაჯაროვა.

თუმცა ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რამდენმა ადამიანმაც კლინიკას მიმართა და მისი დაფინანსება (აცრები და ასე შემდეგ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

შესაძლოა ეს ციფრი გაცილებით მეტი იყოს, რადგან ბევრი სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით ბიუჯეტის ხარჯზე არ სარგებლობს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენილ ადამიანთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები ფინანსდება.

ადგილობრივი ბიუჯეტი ასევე ყოველწლიურად 360 მაწანწალა ძაღლის სტერილიზაციასა და აცრებს აფინანსებს.

თუმცა, საკრებულოს დეპუტატი თორნიკე გოგუაძე, ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს, ამ მიმართულებით არაეფექტურად მიიჩნევს:

“იცით რაშია საქმე? ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი ფინანსდება 360 ძაღლის აცრა და სტერილიზაცია, მაგრამ, ეს ხდება მთელი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური იქნება ეს თანხები წლის დასაწყისშივე ჩავურიცხოთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას და ეგრევე გავხარჯოთ, თორემ დეკემბერში რომ დავაფინანსებთ რაღა აზრი აქვს, ნამატი უკვე 360 მნიშვნელოვნად აჭარბებს” – ამბობს გოგუაძე ჩვენთან საუბარში.

თავის მხრივ ოზურგეთის მოქმედი მერი, ავთანდილ თალაკვაძე ამ საკითხზე წინასაარჩევნო კამპანიისას ხშირად საუბრობდა და მისი მოგვარება – ოდიოზური

“რვაპუნქტიანი გეგმის” ნაწილიც გახდა, მაგრამ როგორც კი მერად აირჩიეს, ამ უკანასკნელმა მაწანწალა ძაღლებიც დაივიწყა და მოქალაქეებიც.

“გურიის მოამბის” მიერ, ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საზოგადოება, მაწანწალა ძაღლების საკითხს, ე.წ. “ჭკვიანი კამერების” მოქალაქეების მასიურად დაჯარიმებების შემდეგ, მათ წინაშე არსებულ პრობლემებს შორის, რიგით მეორე ადგილზე აყენებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share