ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბთუმის პორტში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ფსიქოლოგი წერს, ახალი ეროვნული მოძრაობის შექმნაა საჭირო, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს გავუმკლავდეთ.
„გაიგეთ ხომ? სად აბა? როდის? ვინმე მოკვდა? წესიერად მოიქეცით კინტოებო და მწვანილი კარგად გარეცხეთ, ხაჭაპურს ყველი არ დააკლოთო. თქვენც გაიგეთ ხომ დევნილებო?
ახალი ეროვნული მოძრაობაა საჭირო, ან დავივიწყოთ საქართველო“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე” ბათუმის პორტშია. ლაინერი სოჭიდან დილის 05:00 საათზე შემოვიდა.