“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა ასკურავას ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობისას მოწამვლის შემდეგ დამძიმდა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მისმა ახლობლებმა აცნობეს. ამ წუთებში კახა ასკურავა ლანჩხუთის “ავერსის” კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაჰყავთ. მას საუბარი უჭირს, მძიმე ტკივილები აქვს ყელისა და თავის არეში .
როგორც გვეუბნებიან, ასკურავა თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებისას დაშავდა – წყლის ჭავლით,მოიწამლა ჯერ მხუთავი აირთ, ბოლოს კი წიწაკის სპრეით.
კახა ასკურავას სისხლის და სხვა მთელი რიგი გამოკვლევები სჭირდება .