ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟი მუშებს დაეჯახა, პოლიცია კი მუშებს აპატიმრებს

საპატრულო ეკიპაჟის დაუდევრობის გამო , ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილს შუქი არ მიეწოდება.

როგორც “გურიის მოამბეს” ამ წუთებში აცნობეს, ოზურგეთის ცენტრალური მაგისტრალი – ჭავჭავაძის პროსპექტი გადაკეტილია. ადგილზე პოლიციელები და მაშველები არიან შეკრებილი.

აღნიშნულ პროსპექტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი საპატრულო ეკიპაჟის დაუდევრობა გახდა.

ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას უსაფრთხოების  მიზნით მშენებლებმა მძღოლებისთვის გამაფრთხილებელი კონსტრუქციები დადეს. საპატრულო ეკიპაჟმა გამაფრთხილებელი ნიშანი ვერ დაინახა და მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა  ამ წინაღობას შეასკდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა,  დამაბრკოლებელი კონსტრუქციების მწყობრიდან გამოსვლა და სამუშაოების შეფერხება  გამოიწვია.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია.

როგორც გვეუბნებიან, საპატრულო ეკიპაჟის წევრებს  დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილზე მყოფი მუშები აცხადებენ, რომ საპატრულო ეკიპაჟი მომხდარში მუშებს ადანაშაულებს. შსს-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუშებს ე.წ. შუქამრეკლები არ გააჩნდათ , რის გამოც შეიძლება მუშები დაჯარიმდნენ. მუშებს განცხადებით კი  უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  ყველაფერი წესის მიხედვით იყო მითითებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share