ხვალ, 11 თებერვალს, 15 საათზე შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში ” ნაციონალური მოძრაობა” აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.