ქართველი ცხენოსნების ერთ-ერთი გამოსვლით მოხიბლულმა ერთმა ინგლისელმა მაყურებელმა ცნობილ ანარქისტ ვარლამ ჩერქეზიშვილს განუცხადა: `საკვირველი მხედრები არიან! ავსტრალიის და ამერიკის მინ¬დვრებში ვყოფილვარ, ასობით და ათასობით ვიცნობდი ცხენოსნებს, მაგრამ მაგათი მსგავსი კი არაფერი არ მინახავს. ეს კაცები, ასე გგონია, ცხენზე ამოსულები არიანო. ვერ გაგირჩევია: სად თავ¬დება კაცი და სად იწყება ცხენი, ალბათ, იმათ ქვეყანაში კარგი ცხენოსნობის სკოლაა გამართული… საკვირველია! აი, მექსიკელებმაც, ეხლა რომ ვნახეთ, ცხენზე კარგი ჯდომა იციან, მაგრამ ამ მთიელების შნო, სიმკვირცხლე და ყოჩაღობა კი არა აქვთ. მართალს ამბობთ: ცხენოსნობის სკოლაში კაცი ვერ შეისწავლის ასეთ კარგ მხედრობას. აქ ხანგრძლივი ეროვნულის ცხოვრების ტრადიცია სჩანს. საკვირველი კია და.”
ბაფალო ბილ ქოუდი ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: `ჯირითი? მათ ყველაფერზე შეუძლიათ ჯირითი. თუ ისინი ცხენიდან ჩამოვარდებიან, უმალ მოევლებიან ისევ ზურგზე. მათ მიწაზე ვერ დააბამ… კაზაკები ყველაზე გამოცდილი მხედრები არიან მთელ ევროპაში… ჩვენი თავზეხელაღებული ქაუბოებიც კი აღფრთოვანებული არიან მათი.~ Bostone Globe, 1907. ცხენოსანი ფრენქ დინი კი აღნიშნავს: `როდესაც კაზაკები შეერთებულ შტატებში ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე ჩამოვიდნენ, ამერიკელებმა მათგან სხვადასხვა ილეთები და ნათელი იდეები გადმოიღეს.~ როგორც ირკვევა, ქაუბოები გურულების ჩამოსვლამდეც დაინტერესებულნი იყვნენ ტრიუკების კეთებით, მაგრამ მხოლოდ ქართველი ცხენოსნების ტექნიკამ და მანამადე არნახულმა ტრიუკებმა მისცა ბიძგი იმ საყოველთაო ბუმს, რაც დაიწყო მთელს ამერიკაში.
ფოტოზე ნიკოლოზ ანთაძე