BBC: რამ გამოიწვია დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში – სპეციალისტების განმარტება

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით BBC სტატიას აქვეყნებს.

როგორც, სეისმოლოგები გამოცემასთან განმარტავენ,  დედამიწის ქერქი ნაწილებისგან – ფილებისგან შედგება.
ფილები ერთმანეთის გვერდით არის მოთავსებული, მათ ქვეშ კი ქვების ნახევრად გამდნარი ქვის ფენაა. პერიოდულად წნევა იმატებს და ფილა მოძრაობას იწყებს, რის შედეგადაც, მოძრაობს დედამიწის ზედაპირიც.

“ამ შემთხვევაში, არაბეთის ფილა დაიძრა და ანატოლიის ფილას შეეჩეხა, რამაც ძლიერი მიწისძვრა გამოიწვია”-  წერს გამოცემა

გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ მსგავსი მიზეზით დამანგრეველი სტიქია რეგიონში 1822 წლის 13 აგვისტოსაც მოხდა, მაშინ მისმა სიმძლავრემ  7.4 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო ძლიერი ბიძგები მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share