ოზურგეთელ ფერმერს ნაკვეთში მუშაობისას მეხი დაეცა

ოზურგეთის მუნიუციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებ ფერმერს, ირაკლი ქარჩავას, მეხი, საკუთარ ნაკვეთში, საზამთროების ბაღში, მუშაობისას დაეცა.

უბედური შემთხვევა დღეს, ნატანებში მოხდა.

ფერმერი ამ წუთებში, მძიმე მდგომარეობაში ქობულეთის სავაადმყოფოში იმყოფება.

მისი ჰოსპიტალიზირება ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მოახერხა,

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე მაშველები.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრობენ, მეხის დაცემის მიზეზი ვერცხლის ჯვარი და ძეწკვი გახდა, რომელსაც ფერმერი თან ატარებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share