ქართველი მწერლების პროტესტს კინემატოგრაფისტების მოძრაობა უერთდება:
“დაუმორჩილებლობა კულტურის სამინისტროს რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას!
ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე კულტურის ყველა დარჩენილი ინსტიტუციის მიზანმიმართული მოშლის მცდელობისა და მმართველების ერთპიროვნული ხელდასხმის.
არ დავუშვებთ კულტურის მიტაცებას, ცენზურის ნორმალიზებას და საბჭოთა ტიპის რეპრესიების დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისო!
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია‼️” ნათქვამია კინემატოგრაფისტების განცხადებაში.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრ წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან “ქართული ოცნების” დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.
ამ გადაწყვეტილებას ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანების პროტესტი მოჰყვა. ისინი კულტურის სამინისტროს პოლიტიკას დაუმორჩილებლობას უცხადებენ და არ აპირებენ მიიღონ ხელმძღვანელი, რომელმაც რუსულ კანონს მისცა ხმა.