“ოცნების” კადრი მწერალთა სახლში – ქართველი მწერლები წულუკიანს აუჯანყდნენ

ქართველი მწერლები წულუკიანს აუჯანყდნენ. 80-ზე მეტი მწერალი დაუმორჩილებლობას უცხადებს მინისტრის გადაწყვეტილებას და უარს ამბობს, მიიღოს მწერალთა სახლის დირექტორის პოსტზე „ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც ფარას  კანონს მხარი დაუჭირა.

”პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ატარებს არადემოკრატიული, საბჭოთა და ანტისახელმწიფოებრივია,“ – წერენ ქართველი მწერლები საგანგებო განცხადებაში. 

მწერალთა სახლის დამორჩილების მცდელობის გადაწყვეტილება  წულუკიანის დიდ თავისტკივილად ექცა. ფაქტია, რომ ყველგან სადაც მინისტრმა რეპრესიული პოლიტიკა აამოქმედა, საპასუხოდ დიდი პროტესტი მიიღო. წულუკიანის ახალი სამიზნეები მწერლებიც გახდნენ, რომლებიც გაჩუმებას არ აპირებენ.
მწერალთა სახლი მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს უბრუნდება, – ეს იყო პირველი შეფასებები იმ ადამიანების, რომლებიც   დირექტორის პოსტზე ქეთი დუმბაძის დანიშვნით  მიხვდნენ, რომ  ისტორიული მწერალთა სახლი  მალე „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისად იქცევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share