ბოლო 24 საათში, გურიაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-25 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 57 ადამიანი, 4 804 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 987 კვლევა, აქედან 32 808 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 179 ​PCR-ით. 24 ნოემბერს აიცრა 9 398 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,17%-ია, ბოლო 14 დღის – 9,06%-ია, 7 დღის – 9,06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 623 შემთხვევა;
  • აჭარა – 184;
  • იმერეთი – 822;
  • ქვემო ქართლი – 245;
  • შიდა ქართლი – 428;
  • გურია – 86;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326;
  • კახეთი – 311;
  • მცხეთა-მთიანეთი – 140;
  • სამცხე-ჯავახეთი – 133;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 826 714 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 768 559 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 736 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share