ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ – ინფექციონისტი

ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ, – ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. გარდა რამდენიმე ჰოსპიტლის კოვიდ-19 ბლოკისა ფაქტობრივად, დანარჩენების საწოლფონდის მინიმუმ 50% თავისუფალია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. სსდ ბრიგადებით კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია 70%-ით იმ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობ და ალბათ სხვაგანაც.

ზუსტ ანალიზს ვერ გავაკეთებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ქუთაისში ნამდვილად ასეა და არამგონია რაიმე რადიკალური განსხვავებები იყოს სხვა ქალაქებთან შედარებით. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა გადაცდა 250 ათას და რეალური მინიმუმ 4-ჯერ მეტია, გამოდის, 3-მილიონიან ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია. ეს ადამიანი ფაქტობრივად არ გადაიტანს ვირუსს და წყვეტს დაავადების გადაცემის ჯაჭვს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველასთვის ცნობილია, დაავადების გადამდებია დაინფიცირებული ან ავადმყოფი ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვა და კითხვით არ მოგაწყინოთ თავი, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდაა უკვე: გვყავს მოსახლეობის 30% ინფექცია გადატანილი და იმუნიზირებულისაწოლფონდი განთავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი და ინფექციასთან ნაბრძოლი ფილტვებით, მოდის გაზაფხული, ვაქცინაცია, ვისწავლეთ ნიღბის ტარება და ნიღაბი არ ღირს ლარ-ნახევარი და სხვა მრავალი, დანარჩენი თქვენ ჩამოთვალეთ…

როცა იყო საჭირო შეზღუდვები, ამას ვაფიქსირებდი და მხარს ვუჭერდი. დღეში 6 დან 700-მდე ახალი შემთხვევა, რეანიმაციული რესურსების სრული დეფიციტი და დაინფიცირებული პერსონალი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. კი ბატონო, მომხრე ვიყავი შეზღუდვების, რადგან კლინიკებში ადგილები არ იყო პიკის დროს რამდენიმე კვირა და იქმნებოდა კოლაფსი სამედიცინო სერვისების და ლოჯისტიკის. ეპიდემიის დროს კონტროლის დაკარგვა და ქაოსი კრახია, ასეთ ვითარებაში ლოკდაუნი გამართლებულია, მაგრამ უკვე სხვა მოცემულობაა, გვაქვს მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ყველაფერს აქვს მიზეზი, მოქმედება და მოქმედების დასასრული. ახლა როცა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია ჩვენს სასარგებლოდ და მიკროსამყაროს წარმომადგენლები მკვეთრად უკან იხევენ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში გადაყვანა და მოიხსნას შეზღუდვები. უნდა მოხდეს კოვიდ-19 ტიპის სოციალური ყოფიდან, ახალ რესოციალურ სივრცეში გადასვლა. ისეთ მომავალში ჩვენი ქვეყნის, რომ როცა ვირუსი ფილტვებს უკეტავს ადამიანებს და სასიკვდილოა, მისგან თავდასაცავი 10 თეთრიანი ნიღაბი არ ეღირება ლარ-ნახევარი“, – წერს ექიმი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    “რა გვასწავლა კოვიდმა?" - ნანა გეგეჭკორიამერიკაში მცხოვრები კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი კოვიდის გარშემო არსებულ თემებს რეზიუმეს უკეთებს და სოციალურ ქსელში რჩევის სახით გვაწვდის.   ექიმი ასე ასათაურებს თავის “ტოპიკს” – “რა გვასწავლა კოვიდმა?”   ჰიგიენა ჯანმრთელობაა   დისტანცია გვიცავს ერთმანეთის ვირუსული და ბაქტერიული ფლორისგან. კოვიდ პერიოდში ვირუსული დაავადებების რიცხვმა დრამატულად იკლო.   მოუწესრიგებელი ჯანმრთელობა სიკვდილის რისკს ზრდის.…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, მედიცინა
  • 99
    აცრამ რომ გართულებების გარეშე ჩაიაროს- ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევებიამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ერთობლივ რჩევა-რეკომენდაციებს აქვეყნებენ.   გამოქვეყნებულ პოსტში მოცემულია ყველა ის შეკითხვა, რაზეც ვაქცინაციის წინ პასუხი უნდა გასცეთ, რათა აცრამ უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე ჩაიაროს.   “საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა, გადავწყვიტეთ საჯაროდ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, მედიცინა
  • 97
    რა პერიოდში მიიღებს საქართველო ვაქცინას- რა თქვა covax-პლატფორმის წარმომადგენელმაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე Covax-ის პლატფორმასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით covax-პლატფორმის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე კითხვა საქართველოს შესახებაც დაისვა. ჟურნალისტმა Covax-პლატფორმის წევრებს ჰკითხა – როდის უნდა ელოდოს ქვეყანა ვაქცინას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველო Covax-პლატფორმის წევრია, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინა არ არის შემოტანილი. ამ შეკითხვას ვაქცინისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის(GAVI) ხელმძღვანელმა სეტ ბერკლიმ უპასუხა. მისი განმარტებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინას 141 ქვეყანა ელოდება, მათ შორისაა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, მედიცინა
  • 96
    კომაში მყოფი ექთანი, თბილისში გადმოყავთ- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა, რომელმაც დღეს ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და მძიმე გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, „ძალიან საყურადღებოა“. „ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. არის ინტუბირებული. ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს გამყრელიძე.
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, მედიცინა