სილამაზესთან წილნაყარი -მანველიდა გრიგოლის-ასული შათირიშვილი – მოგონება

ამ სახელითა და ფოტოთი გიცნობდა მთელი სურების ხეობა, მისი მოსახლეობა, რომლებიც მიგრაციის შედეგად დედაქალაქსა თუ სხვადასხვა მხარეშია ჩასახლებული.

ჩვენი სოფელი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი იყო გურიაში, აქ გავატარეთ ჩვენი ბავშვობის ლაღი წლები, შემდეგ სტუდენტობა. ჩვენ არა მარტო დები ვიყავით, არამედ დედა-შვილიც, გულის მესაიდუმლე მეგობრებიც. ძალიან მტკივნეულად ჩაიარა ამ ორმოცმა დღემ. გადიოდა წლები სილამაზე სილამაზეს ემატებოდა, საამაყო ოჯახში აღზრდილს, რომელსაც დედისეული სიფაქიზე და სიკოხტავე. ბუნებამ გარგო არაერთგზის გამხდარხარ შთაგონების წყარო.

ერთეულთა ხვედრია დაიბადო ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც იმ საზოგადოებას დააკლდება, სადაც მას უცხოვრია ცხოვრების მეგზურადაც ისეთი პიროვნება გახვედრა ბედმა რომელიც ღმერთის საჩუქარი იყო-ცადუწვდენელი საოცრებიდან მოევლინენ დედაქალაქს და იქ დამკვიდრნენ ოთხი ძმა და ერთი და-ადამიანები რომლებიც საქვეყნოდ იყვნენ ცნობილნი: ღირსებით, რაინდული თვისებებით, პატიოსნებით, პროფესიონალიზმით, ძმობითა და მეგობრობით. თითქმის ნახევარი თბილისი კლიმენტი და ნანული ვიბლიანებად გიცნობდათ.

თქვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები, მხატვრები, მინისტრები თუ რაიკომის მდივნები, რომლებიც თქვენს ოჯახს-ქალობას ხოტბას ასხამდნენ, ყველა გაგიხსენებს სულ ახალგაზრდას, ულამაზეს, ღირსეულ ქართველ ქალს. სიკვდილია ადამიანის ადამიანობის საზომი. წამზომი ჩართული დაბადებიდან სიკვდილამდე და იწერება ისტორია, რომლითაც იამაყებენ თქვენი ლამაზი შვილები და შვილიშვილები. ადამიანები მიდიან, სახელი კი რჩება, ყველაფერი დაგვიტოვე რაც ნეტარია. ვერ გადაიტანეთ ოჯახზე თავს დამტყდარი ტრაგიკული შემთხვევები-ინსულტმა გიმსხვერპლათ ორთავე. თქვენი ლამაზი სულები ზეციდან დაგვყურებს-ეკლესიაში შევალ სანთლებს დაგინთებთ და ჩუმად გულში ჩავიჩურჩულებ:

”რაც იყო წარსულს ჩაბარდა, იყო და არა იყო რა”.

იზოლდა შათირიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share