გიმნაზიადა U 15 ში (სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადა) ოზურგეთელი ფალავანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ერეკლე თავბერიძე მიიღებს მონაწილეობას.
( მწვრთნელები ძმები ზურაბიანები)
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ბრაზილიაში გამართულ გიმნაზიადაში მიიღებს მონაწილეობას.
15 წლამდელ მოსწავლეთა სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადას – გიმნაზიადას, ბრაზილია, ქალაქი რიო – დე – ჟანეირო 2023 წლის 19 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
რიო – დე – ჟანეიროში, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან 15 წლამდე ასაკის სპორტსმენი მოსწავლეები შეიკრიბებიან და სპორტის 18 სახეობაში გაარკვევენ ჩემპიონების ვინაობას.
საქართველოდან თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე მოსწავლეთა ნაკრები გუნდი იასპარეზებს.
ნაკრების შემადგენლობაში ოზურგეთელი ფალავანი, ერეკლე თავბერიძეა.
საქართველოს ნაკრები გუნდი მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე18 აგვისტოს გაემგზავრება.
წარმატებები ჩვენ სპორტსმენებს და განსაკუთრებით ოზურგეთელ ერეკლე თავბერიძეს!