„ირაკლი კობახიძეს კანიბალების შემოტევა აქვს“ – ნინო წილოსანი

“ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს  ამბავია:ერთი – საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე – ყველა სხვა დანარჩენი.ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ… როცა მათ არ  სურთ მოსაზრებაც კი  არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა  არც კი განიხილება..მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ  როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია.. მინდა დიდი  პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ  მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა” – წერს ქართული ოცნების დეპუტატი, კობახიძის განცხადებების კრიტიკის პასუხად, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, შოვის სტიქიას გადარჩენილები ტყუილებსა და სპეკულაციებში დაადანაშაულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share