დედაქალაქის მოქმედმა მერმა კონკურენტებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, არჩევნებამდე ნარკოტესტის ჩატარებისკენ მოუწოდა. ინიციატივა კახა კალაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” გააჟღერა და პირობა დადო, რომ მერობის მსურველებიდან თავად პირველი იქნება, ვინც შემოწმებას გაივლის.
კალაძე მიიჩნევს, რომ ანტინარკოტიკული კამპანია პოლიტიკოსებისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.
ჩააბარებს, თუ არა ნარკოტიკებზე ანალიზს მერობის 16-ივე კანდიდატი უცნობია, თუმცა მათი ნაწილისთვის შეთავაზება მისაღებია. ნაწილი კი ინიციატივას პოპულიზმად აფასებს.
კახა კალაძე ნარკოლოგიური შემოწმების გავლას ორშაბათს გეგმავს.