რას ყვებიან გარდაცვლილი ბრუკის მეზობლები

თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის შანაი ბრუკი გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ ამ ტერიოტრიიდან გავიდა ის მთაწმინდის მიმართულებით სასეირნოდ, მეორე დღეს კი გარდაცვლილი ნახეს.

მეზობლები ამბობენ, რომ მიუხედავად ენობრივი ბარიერისა ის უბანში ყველას უყვარდა. ისინი იხსენებენ, რომ ბრუკს არავისთან უთანხმოება ან კონფლიქტი არ ჰქონია.

“მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, უბანში ყველას უყვარდა. როგორც ამბობენ, ამ სახლში მარტო ცხოვრობდა. მოკლედ, კარგი გოგო იყო და ყველას გული დაწყდა, არ ვიცი როდემდე უნდა გაგრძელდეს თავაშვებულობა, მე არ ვიცი. პოლიციის მოქმედებები მე სულ არ დამინახავს გარდა გუშინდელისა, როცა დავინახე, რომ გუშინ მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, რა თქმა უნდა, როცა შს მინისტრი გეუბნება, რომ მე არ შემიძლია შენი დაცვაო, მაშინ თავად უნდა იფიქრო შენი თავი როგორ დაიცვა”,- ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ვალერი კახიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share