ირაკლი კობახიძემ შეცდომაზე ვაჟკაცურად ისაუბრა – ბექა ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არიან განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.

ამ ფონზე, როდესაც გაჩეჩებენ ხელში რაღაც სურათს, შესაძლებელია მოხდეს, ადამიანმა დაუშვას შეცდომა, რაზეც, ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა და სიტყვა სინანული, მე ვფიქრობ, არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები, მისგან გადაიღებდნენ”, – განაცხადა ოდიშარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share