“ქართული ოცნება” სამართლიან არჩევნებს ბლოკავს. მმართველი პარტია, არამხოლოდ მედიაზე შეტევით აგრძელებს ბრძოლას დასავლურ ღირებულებებთან. პარტიის ოდიოზური ლიდერის თავდასხმის ობიექტი დღეს კიდევ ერთხელ გახდნენ არასამთვრობო სექტორი და დიპლომატები.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპული რეფორმების ჯგუფი უკეთ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშე და შეერთებული შტატების საელჩოს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერისთვის.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ის, რითიც პარტიის ლიდერი ღიად ვერ დაემუქრა ამერიკის ელჩს, უთხრა სამოქალაქო სექტორს – ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ თუ “ქართული ოცნების” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამუშაო ჯგუფს სხვა ორგანიზაციებსაც დაატოვებინებენ.
mtavari arxi