ეკა ბესელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცახდებას გამოეხმაურა, რითაც ბოდიში გადაუხადა შოვის სტიქიაში გადარჩენილ დავით ჯელაძეს.
“აი, ის ბოდიში გუშინდელი, ის კი არ იყო, რომ სინანულმა შეაწუხა და შერცხვა, უთხრეს, რომ გაგიჟდა საზოგადოება. ისეთი ხალხი მწერდა, “ოცნებას” რომ არ აკრიტიკებს ჯერ კიდევ. გამოიყვანეს და ალაპარაკეს, ის თავისით კი არ გამოვიდოდადა და კი არ ილაპარაკებდა, ბოდიშს კი არ მოიხდიდა. ამაზე გამახსენდა, არ ვიცი მონაყოლი მაქვს, თუ არა, ერთხელ, უმრავლესობის სხდომაზე, ისე გამაბრაზა, ივანიშვილის გვერდით იჯდა კობახიძე, მე წინ ვიჯექი, რაღაცა ჩუმად თქვა კობახიძემ, ისე თქვა, რომ მე გამეგონა, ცუდად თქვა რაღაც. წამოვხტი, მე სულ დამავიწყდა ვის გვერდით იჯდა და მივედი, ვუთხარი, ხმამაღლა თქვი, რას ამბობ, რას ჩურჩულებ-მეთქი? ვინც გვერდზე იჯდა იმან უთხრა, გააბრაზეო ხო? მოუხადეო ბოდიში და მოყავთ ჩემთან, რომ ბოდიში მომიხადოს. ესეც მოდის, რომ ბოდიში მომიხადოს, რათა არ დაატოვებინონ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. არ მივიღე მისი ბოდიში. “ღირსია ახლა, რაც გამახსენდა!” – განაცხადა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში.