20 ივნისს, ქალაქმა ანაკლიამ უმასპინძლა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატს კიკბოქსინგში _ კლუბებს შორის „ღია რინგი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ზუგდიდის 2 გუნდი, ქუთაისი, სენაკი, ჩხოროწყუ, დარჩელის 2 გუნდი და ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის კიკბოქსინგის კლუბის სპორტსმენები.
ჩოხატაურელ კიკბოქსინგელთა მონაგარი ასეთია:
გურამ შავაძე, გურამ ხაბულიანი, თემურ კიკვაძე, შოთიკო ახალაძე და ალექსანდრე ლომთათიძე ჩემპიონატიდან შინ ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.
ანდრია ლორია ამჯერად ვერცხლს დასჯერდა, საბა თევზაძე კი _ ბრინჯაოს.
ბიჭები შეჯიბრისთვის მოამზადა კიკბოქსინგის სპორტის ოსტატმა, შავი ქამრისა და 1 დანის მფლობელმა როგორც კარატეში, ასევე, დოკადოში, მწვრთნელმა გია გოგუაძემ.