”ლანჩხუთის სოფელ ლესაში გზა მდინარეში გაიყვანეს და კალაპოტი დააპატარავეს” – გივი ცინცაძე

ლანჩხუთელი გივი ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სოფელ ლესაში მდინარეში გზა გაიყვანეს და კალაპოტი დააპატარავეს:
”ლანჩხუთი, სოფფელი ლესა, სადაც მდინარეში გაიყვანეს გზა (დაპაატარავეს მდინარის კალაპოტი) იმიტომ, რომ “რუსულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა იშოვონ მილიონები, ჩვენი ულამაზესი ბუნების განადგურებით!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვინ გასცა მდინარეში 5კმ გზის გაყვანის უფლება?
სადაც, უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ემუქრება საფრთხე?
ვერაფერი ისწავლეთ ქოცებო ვერეს და შოვის ტრაგედიებზე?”  – წერს ცინცაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share