რაზეც ვრეაგირებთ ოზურგეთში, კარგად აჩვენებს იმას, როგორი მმართველობის ღირსი ვართ – ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
”რაზე ვრეაგირებთ ეგ ძაან კარგად აჩვენებს იმას როგორი მმართველობის ღირსი ვართ.
ერთი ქალაქის მაგალითზე ვიტყვი. რამდენიმე ხნის წინ თვითმმართველობამ გადაწყვიტა ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მთავარ მოედანზე განათავსა დიდი რკინის საყვავილეები, რომელიც შესახედად კუბოებს გავს. ამაზე პროტესტი დღემდე არ წყდება და ვრცელ განხილვებს ვაწყდები ხან აქ და ხან იქ. სხვა რამეზე ასეთი ცხარე დისკუსია ძნელი გასახსენებელია.
ეს მაშინ როცა იგივე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში:
1. ქალაქის დიდ ნაწილს კანალიზაცია არ აქვს, სოფლებს მითუმეტეს;
2. არის სოფლები წყალგაყვანილობა სადაც უბრალოდ არ არის;
3. ბევრი გზა გაფუჭებულია;
4. არის სოფლები სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უბრალოდ არ დადის, ან კვირაში რამდენჯერმე დადის, რის გამოც ცენტრსა და სოფლებს შორის მიმოსვლა გართულებულია.
რა თქმა უნდა მხოლოდ საცხოვრებელ გარემოზე ვლაპარაკობ და ისიც ნაწილზე, სხვა უამრავი პრობელემაა.
გასაგებია, ესთეტიური მართლაც არ არის, ისიც გასაგებია, რომ ვისაც რას უნდა იმას გააპროტესტებს, მაგრამ გული მწყდება რომ პროტესტის ენერგია მეორეხარისხოვან საკითხებზე იკარგება, როცა ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიძლება ის მივმართოთ.” – წერს მენაბდე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share