სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოს” წარმომადგენელი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”მომისმინეთ რა.
რა ხდება და რა გვჭირს? რაის დემოკრატია შენი ჭირიმე, მივდივართ ტოტალური რეჟიმისკენ.
ბოლო თვეებია დაგვახიეს თავზე კონსტიტუცია.
არცერთი ცენტრალური თუ ადგილობრივი სახელმწიფო ინსტანციები, საჯარო ინფორმაციას აღარ იძლევა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეზოლუციის მეათე მუხლი-სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, ესეც ამოაგდეს.
მოკლედ გეტყვით რა ხდება გომის ტყეებში.
წლების წინ სოფელ გომის და შემოქმედის მოსახლეობამ უარი უთხრა ჰესებს. ამ შეხვედრის მასალები დევს ჩვენს გვერდზე( გადავარჩინოთ გურიის მდინარეები). მერე კვლავ მოდიოდა მოთხოვნები, მაგრამ ისევ უარს აგზავნიდა მაშინდელი ადგილობრივი თვითმმართველობა. შემოქმედი და გომი ტურისტული ზონაა.
ახლა იშოვეს დრო, “პარვუს ჯგუფმა” დაანაწევრა ჰესის პროექტი მცირე სიმძლავრეებად, ამას არ სჭირდება საჯარო განხილვები და გამოვძვრებიო, ჯამში სარფიანად გამოუვათ სიმძლავრე, გზების გაყვანაზე ოზურგეთის მერიასთან გააფორმა მემორამდუმი და უკვე რამდენიმე თვეა ჭრიან გზას ტყეში.
არავინ არაფერი იცოდა და როცა გავიგეთ, ავტეხეთ ამბავი.
გამოჩნდა კომპანიის წარმომადგენლებიც, ბასრა1, ბასრა2, ბასრა 3 მცირე ჰესიო, 6 კმ. მდინარე ბჟუჟი დერივაციულ მილში გაივლის. კვლევები არ გვაქვსო, მაგრამ აუცილებლად დავდებთო. მაშინ რას იჩუჩქნებით ტყეში? როცა ვკითხეთ, აი მერიამ მოგვცა ნებაო.
ახლა მივადექი მერიას, მოვითხოვეთ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის შესახებ საჯარო ინფორმაცია. სამი თვეა პასუხი არაა.
ასრებული ოზურგეთის თვითმმართველობა თავისით უბერავს რაც სურს და როგორც მოეპრიანება.
გარდა იმისა რომ თავზე გვახევენ კანონებს, იგნორირებულია საჯაროობა, გარემოსდაცვითი ქართული თუ ევროპული სტანდარტები, მაინც ჩუჩქნიან.
დედაა, რავა ყველაფერი მუშტითაა ამ ქვეყანაში გასატანი?
ესენი ქონებას დააგროვებენ, მერე გაიწმენდენ ნისკარტს და ჩვენ დაგვრჩება თოჯინიანი კაცები და ტრაგედიები.
არ დაგაქცევინებთ ქვეყანას! ჩვენია ეს ქვეყანა.
დადეთ ევროპული სტანდარტები.
ჩართეთ მოსახლეობა, მედია, გარემოსდამცველები ნებისმიერი პროექტის განხილვისას.
გააჩანაგეს, გაყიდეს საქართველოს ბუნება უკონტროლოდ. მდიდრდება ერთეულები და გვტენიან უხარისხო პროექტებს. რას დაამსგავსეს მდინარეები? საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო აღარ იძლევა საჯარო ინფორმაციას, მივმართე სახალხო დამცველის აპარატს…
მაინდამაინც აქციები მოვუწყო ამაათ?
P.S. გააძლიერეთ ახლა შავი პიარი, მეტს ვერ გავშავდები მე. მომოგზავნეთ ერთუჯრედიანი რუსეთუმეები, სათვალავში არ ვთვლი არცერთს. პირიქით მოტივაციას მიძლიერებთ.
სანამ შემეძლება გაყანყალებთ, მერე ვინმე ჩემზე უკეთ გააკეთებს.
აქანე გურიაა ნენააა. დადეთ ევროპული სტანდარტები.
მარტოც რომ დავრჩე მაინც გიტირებთ ყოფას.
მაგრამ ჩემს გვერდითაა ღირსეული ადამიანები, მადლობა უფალს.” – წერს გორდელაძე.