“34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია. უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულვებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.
დაიცავით თავი სანამ სიკვდილმა არ მოგაკითხათ. არავინაა სამწუხაროდ დაზღვეული აღმოჩნდეს უმძიმესად დაავადებული რისკის ფაქტორების არ არსებობის პირობებშიც…
ჩვენი ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კოვიდ ნაწილი ისევ აქტიურად იკრებს ძალას. ყურადღებით ჩავყევი პაციენტების ვაქცინაციის პროფილს და მათი აბსოლიტური უმრავლესობა აუცრელია”.
ამის შესახენ ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.