არის თუ არა აბასთუმნის ობსერვატორიით დაინტერესებული ვანო ჩხარტიშვილი?ბიზნესმენი რამდენიმე დღის წინ უახლოეს გარემოცვასთან ერთად ობსერვატორიის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ობიექტის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები განმარტებებს ელოდებიან. ობსერვატორიიდან, პრაქტიკულად, გამოძევებულებს განათლების მინისტრთან შეხვედრა უნდათ, თუმცა გიორგი ამილახვარს 7 სექტმებრამდე არ სცალია.
”არ ვართ არც შეჭრილები, არც მოაგარაკეები, არ ვართ არც, დავუშვათ, დამსვენებლები. ჩვენ ვართ მკვიდრი მოსახლეობა, ობსერვატორიელები ვართ და ეს საკითხი რომ გადაწყდეს გონივრულობის ფარგლებში, საჭიროა მოლაპარაკებები. განათლების სამინისტრო წამოვიდა ამაზე, გვქონდა ჩვენ სიგნალი იქიდან, რომ კი, ბატონო, მოლაპარაკებები შედგება და უცებ ირკვევა, გაიმართება მოლაპარაკება ობსერვატორიის ადმინისტრაციის შენობაში, ადესწრებიან ობსერვატორიის ადმინისტრაცია და თან, საინტერესო ის არის, რომ ჩვენივე მოთხოვნილი შეხვედრიდან ვინც დაესწრება, სიებს ადგენენ ისინი. ანუ ისინი წყვეტენ, ვინ შევა, ვინ არ შევა. ვარაუდები ძალიან ბევრია და ზუსტად, რომცა ვანო ჩხარტიშვილი ამოდის თავისი ჯიპებით და ათვალიერებს ტერიტორიას, ეჭვები გაჩნდება, ბუნებრივია. ჩვენ გვაინტერესებს რა ხდება, გვითხრან პირდაპირ რა ხდება?” – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი თამთა ჭანტურია.
ადგილობრივ მოსალხოებასა და განათლების მინისტრს შორის შეხვედრა 25 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, თუმცა შეხვერდაზე მინისტრის ნაცვლად მისი მოადგილე მივიდა. შეხვედრაზე საერთოდ არ მიიწვიეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც პროტესტი და კითხვის ნიშნები გააჩნიათ. შეხვედრას მხოლოდ ობნსერვატორიის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.
newposts.ge