“ივანიშვილი დამპალი კბილია, რომელიც უნდა ამოვაგდოთ” – გიგი უგულავა

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა. ხაზარაძე-ჯაფარიძის ბოლო პროცესის დასრულების შემდეგ, მედიასთან ამბობს:

“ყველას გვაქვს ჩამოყალიბებული აზრი იმ ტაკიმასხარაობასთან, რასაც სასამართლო დაარქვეს, ეს არის საქმე დასჯისთვის, ანაკლიიის არაშენებისთვის, იმისთვის, რომ გინდა შენ ქვეყანაში რამე გააკეთო, ისე რომ ივანიშვილი არ გაჯდეს თავზე.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ავნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, კიდევ უფრო მეტად ვემსგავსებით ავტოკრატიულ ქვეყანასა, სადაც მხოლოდ კორუფციაა ლოიალობის გამოხატულება რეჟიმის მიმართ. ეს ყველაფერი მძიმე შედეგებს გამოიღებს ქვეყნისთვის. პოლიტიკური ფასი იქნება მაღალი, საერთაშორისო იზოლაცია ხელისუფლების მეტად გაიზრდება. ზამბარაა, ზამბარას რაც უფრო მეტად გაწელავ, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში და ეს დრო აღარ არის შორს. ხელისუფლება ყველა ჯერზე გადადის წითელ ხაზს. ახლა დავიჭერთ და მერე შეიწყალებენ, ეს თამაშია და ივანიშვილი ცოცხალი ადამიანების ბედით ერთობა. ყველა ადამიანის უკან ოჯახი და ახლობლები დგას.

ამ ადამიანს (ივანიშვილს) არაფერი აინტერესებს, ფულის საცავად გადააქცია ეს ქვეყანა – ფულს იშოვის ბიძინა, ფულს დაიცავს ქვეყანა და ყველა დანარჩენი ვინც ხმას ამოიღებს, უნდა წავიდეს ციხეში – ეს არის რელობა. ერთი შეიძლება იყოს დამნაშავე, ორი, მაგრამ როცა, ყველა ვინც გაკრიტიკებს ცუდია და ანგრევ, როცა ყველა ოპოზიციონერი დაჭერილია, ან დასაჭერია, როცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდნეტი ციხეში გიზის – აი, ამ ყველაფრის ფონზე, ხომ შეუძლებელია, მარტო ბიძინა იყოს მართალი. ესე იგი ის არის ავად და მკურნალობას აღარ ექვემდებარება, ის არის დამპალი კბილი, რომელიც უნდა ამოვაგდოთ, სხვა შემთხვევაში ყველაფერს გააფუჭებს დამპალი ვაშლი პრინციპით.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share