უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან 41 ბავშვი დაიღუპა და 76 დაშავდა – 8 მარტის მონაცემებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
უკრაინის ომბუდსმენი ასახელებს იმ ადგილებსა და გარემოებებს, რომელშიც ბავშვები დაშავდნენ და დაიღუპნენ.
გარდა ამისა, დენისოვა წერს, რომ საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის 30-მდე საშუალო სკოლა, 27 საბავშვო ბაღი, 5 უმაღლესი სასწავლებელი და ბავშვთა სკოლა-ინტერნატი დაანადგურეს.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები ჰააგის და ჟენევის კონვენციების პირდაპირი დარღვევაა. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის ფედერაციაზე სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად.
დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებისგან – დახურეთ ცა!!” წერს ლუდმილა დენისოვა.