მივმართავ ევროპას, მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი – მელია

„მივმართავ სრულიად ევროპას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს ღირესული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირესული ერი და ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი, ქვეყნის მშვიდობის და ეროვნული მომავლის უზრუნველსაყოფად“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

„მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირესული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირესული მებრძოლი ერი, შეიძლება ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს ჩვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას, ამიტომ ვთხოვ სრულიად ევროპას მიიღოთ ეს განაცხადი, საქართველოს ადგილი ევროპაშია. მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში“,- განაცხადა მელიამ.

„საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განაცხადის შეტანა 2024 წელს იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share