“ძალიან ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და დავით არახამია ნაცები არიან” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძღაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “ქართული ოცნების თავმჯდომარის” განცხადებას ეხმაურება უკრაინის პოლიტიკაში ნაცენის გავლენაზე:

“ძალიან ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და დავით არახამია ნაცები არიან”, – წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რო მ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

აღნიშნული კოორდინაციის მცდელობას საქართველოდან ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რომელსაც როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაში.

დავით არახამია პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი “დაფრთიანებულია”, – განაცხადა დღეს პრეზკონფერენციაზე “ქართული ოცნების თავმჯდომარემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share