ვინ იქნება მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი – “რო გადავწყვიტავთ გავაჟღერებთ” ამბობს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი მალხაზ ურთმელიძე. ურთმელიძის ინფორმაციით, ეს “სავარაუდოდ დღეს იქნება”.
მან “მთავარის” ჟურნალისტის კითხვას, ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შეშვების შეზღუდვის გადაწყვეტილება, აღარ უპასუხა.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სანქცია ჰოსპიტალმა გუშინ გამოაცხადა. მესამე პრეზიდენტთან მნახველებს მხოლოდ 4-დან 6 საათამდე შეუშვებენ.
დღე მიხეილ სააკაშვილთან შესვლას გეგმავს უკრაინის კონსული, ასევე “ემპათიას” ექსპერტები, თუმცა უცნობია, მისცემენ თუ არა მათ ამის უფლებას.