საქართველოს ევროპული ორბიტა – ეს ახალი სამოქალაქო პლატფორმაა, რომლის დაფუძნებაც ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უკავშირდება. გაერთიანება საქმიანობას აპირებს სწორედ როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია და მის წევრებს შორის პირველები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. პირველ ეტაპზე მეცნიერები, მწერლები და მუსიკოსები ყოფილ ომბუდსმენთნ ერთად გაერთიანდნენ, რომ ევროპული იდეის გარშემო რეზონანსული დისკუსიები გამართონ და საზოგადოების ინფორმირებულობა გაზარდონ.