„ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს ივანიშვილობანას თამაშს, ეს არის მისი პატარა კაცობის სინდრომი,“ – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძემ გააკეთა.
წულაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ორ სურათს აჩვენებს – არსებობენ „შავჯიპიანები“ და „ცალკარიანი ოპელით მოძრავი“ ადამიანები. წულაძის თქმით, ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ დროს პრემიერი თავს უფლებას აძლევს, რომ ძვირადღირებული ჩარტერით გადაადგილდეს.
ივანიშვილს თუ კერძო თვითმფრინავი ჰყავს, ღარიბაშვილი ვერ აძლევს საკუთარ თავს მაგდენ ფუფუნებას, მაგრამ კერძ ჩარტერით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს ქირაობს, ვითომ მამამისის საპენსიო დანაზოგით, პენსიით და ამ შემოსავლით დაგროვილი თანხით – 34 ათასი ევროთი და ამ ტყუილს ასე ლამაზად მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საზოგადოებას აზიარებს. ხუთშაბათის შემდეგ 5 დღე დასჭირდა მთავრობის სტრატკომს იმისთვის, რომ ეს მწარე ტყუილი შეეთითხნათ.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მე ყველას პრემიერი არ ვარ, მე ვარ ივანიშვილის მიერ შექმნილი პატარა საჩხერის, ან პატარა აბასთუმნის, სადაც ის მანქანითაც არა, თვითმფრინავით მიფრინდება, იმის პრემიერ-მინისტრი, იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვართ პრივილეგირებული კასტა, თქვენ დანარჩენი საქართველო სხვა მხარეს ხართ. ხალხო, ეს არის ბოლო და მძაფრი გადაწყვეტილება, რაც უნდა მივიღოთ, რომ დანარჩენმა საქართველომ ვისი პრემიერიც არ არის ღარიბაშვილი და ივანიშვილის სისტემას ვინც არ ვცნობთ, არათუ სისტემის წარმომადგენლები, მთლიანად ეს სისტემა შევცვალოთ და გამოვფხიზლდეთ,“ – ამბობს ნინო წულაძე.