მორალური ტრაგედიაა, აზიურ ოლიგარქიულ სახელმწიფოს გვთავაზობენ – ნოდარ ჩაჩანიძე

“ეს არის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, მორალური ტრაგედიაა”, – ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ ჩაჩანიძემ გააკეთა.

ჩაჩანიძისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ პრემიერი სკანდალურ რეისთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს და მის ნაცვლად სხვადასხვა პირი პოზიციონირებს.

შეგვაჩვიეს, ყველაფერი გადახადა ჩვეულებრივი „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი რამ. ყველას ესმის, რომ სამარცხვინო საქციელია, მორალურის გარდა, სამართლებრივი საქმეა. კორუფციული მიმართულებით არსებობს კითხვები, ამაზე არ არსებობს პასუხი და ეჭვი მეპარება, რომ არსებობდეს პასუხები. ამ კითხვებს პასუხობს არა პრემიერი, არამედ ვიღაც გაიაშვილები, ჩუბინიძეებს აპასუხებინეს, ოდიშარია ამბობს რაღაცებს. პრემიერისგან ამაზე პასუხი არ გვაქვს და ეს არის აბსურდი და სამარცხვინო. 
მეორე მხრივ, ეს არის მორალური ტრაგედია, იმიტომ, რომ უნდა რცხვენოდეს, პირველ რიგში, საკუთარი შვილის. პენსილვანიის უნივერსიტეტში მიხვდება ის ბიჭი, როგორი სამარცხვინო იყო მამამისის საქციელი.
ტარიელი მეღვინეა, როგორც ვიცი, ოდიშარიამ განაცხადა, რომ მუქთახორები არ გეგონოთო, წამოვიდნენ რეგიონებში გინდა მამა, გინდა შვილი, გინდა შვილიშვილი, ბევრად უფრო მშრომელ ხალხს ვაჩვენებ, რომ არ გაჩერებულან, თუმცა, იმ პრივილეგიებით სარგებლობის ფუფუნება არ აქვს და რაღაცნაირად ხაზს უსვამენ – აზიურ ოლიგარქიულ სახელმწიფოს გვთავაზობენ მთელი არსით,“ – ამბობს ნოდარ ჩაჩანიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share