ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ “აცრამდე ჩვენ უნდა გავიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმ(ებ)თან, თუ საჭიროა გავიკეთოთ შესაბამისი კვლევები, მივიღოთ დასტური ექიმისგან, მოვითხოვოთ აცრა განხორციელდეს შესაბამისი პირობებით აღჭურვილ ცენტრებში”.
“აცრამდე ჩვენ უნდა გავიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმ(ებ)თან, თუ საჭიროა გავიკეთოთ შესაბამისი კვლევები, მივიღოთ დასტური ექიმისგან, მოვითხოვოთ აცრა განხორციელდეს შესაბამისი პირობებით აღჭურვილ ცენტრებში, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო სტანდარტებს (შესაბამისი სამედიცინო დანადგარები, პრეპარატები, მოცდა-მოსვენების პირობები მეთვალყურით და ა.შ.) და აუცილებლად, აუცილებლად ავიცრათ.
ეს სტანდარტები კი მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან, რომელმაც თავის თავზე აიღო პროცესის მართვა და ვალდებულია ინდივიდუალურად და უზრუნველყოფილად მიუდგეს თითოეულ პაციენტს.
ხსნა ჩვენი ჯანმრთელობისა, შესაბამისი სოციალური და ფინანსური პერსპექტივისა მხოლოდ აცრაშია, ოღონდ შესაბამისი სტანდარტების დაცვით”.-წერს გამზარდია.