ცნობილი ოზურგეთელი მწვრთნელი, (ფიფას ა კატეგორია) ხარიტონ ჩხატარაშვილი, ოზურგეთის მერს, ავთანდილ ტალაკვაძეს დევნა შევიწროებაში ადანაშაულებს.
გასული წლის მიწურულს ოპზურგეთის მერმა, ავთანდილ ტალაკვაძემ, ჩხატარაშვილის მტკიცებით, ის და მისი ოჯახის ყველა წევრი სხვადასხვა სამსახურებიდან უკანონოდ დაითხოვა.
ა,ის შემდეგ, ცნობილმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული გამოცდები (პედაგოგობისათვის) წარმატებით ჩააბარა და ოზურგეთის რამდენიმე სკოლაში განაცხადიც შეიტანა ფიზკულტურის მასწავლებლის ვაკანსიაზე.
გაიარა გასაუბრებაც, თუმცა მისივე სიტყვებით, გაუგებარი მიზეზების გამო, ყველა სკოლიდან უარი მიიღო.
ხარიტონ ჩხატარაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ამ უარის უკან ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე დგას, რომელიც მას “განსხვავებული მოსაზრებების” გამო დევნის.
“რა აზრი აქვს ერთი ადამიანის გადარჩენას ტალახიდან ამოყვანას თუ მეორე ადამიანი და მთელი მისი ოჯახი შიმშილისთვის გაწირო
წერს ჩხატარაშვილი საკუთარ ვფეისბუკ გვერდზე.
წერს ჩხატარაშვილი საკუთარ ვფეისბუკ გვერდზე.
ამ პოსტს გთავაზობთ უცვლელად:
“მოგესალმებით ყველას! როგორც იცით გურია წაიღო მეწყერმა და ღვარცოფმა ამ დროს ქალაქის მერი ავთანდილ თალაკვაძე იმის ნაცვლად რომ ხალხის გაჭირვებაზე იზრუნოს დამდევს მე რომელ სკოლაში შევიტან განცხადებას გამოცხადებულ კონკურსში მისაღებად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ვაკანტურ ადდგილზე
სამ სკოლაში შევიტანე განცხადება ქალაქის N2 საჯარო სკოლაში,სოფ.ცხემლისიდის საჯარო სკოლაში, სოფ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში, სამივე სკოლიდან მივიღე უარყოფითი პასუხი
განათლებული,ცოდნე, ბავშვებთან და სკოლაში მუშაობის გამოცდილების მქონე პიროვნება არ უნდა სკოლას ?
ასეთი ბოღმა და ბოროტი მერი როგორიც ავთანდილ თალაკვაძეა ოზურგეთს არ ყოლია
რა უნდა რას მერჩის რა დავუშავე ეყოს ვაჟკაცობა და ეს მაინც ამიხსნას…
რა აზრი აქვს ერთი ადამიანის გადარჩენას ტალახიდან ამოყვანას თუ მეორე ადამიანი და მთელი მისი ოჯახი შიმშილისთვის გაწირო.
ეს აბსურდული მიზეზი თითქოს გასაუბრება ვერ გავიარე არ გამოგადგებათ, ოზურგეთი პატარა ქალაქია და ყველამ იცის როგორ შეირჩა სკოლაში კანდიდატები…” წერს ჩხატარაშვილი.