ოზურეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი სოფელ ნატანების საბავშვო ბაღის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, 90 აღსაზრდელი ბაღში სიარულს კვლავაც ვერ ახერხებს:
”ქარის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი და ჯერ კიდევ მაისში, როცა აქ ვიყავით დაკეტილი დაგხვდა. ჩვენს კითხვაზე პასუხი მერიის მხრიდან იყო, რომ ზაფხულში შენობა შეკეთდებოდა და სექტემბერში ბავშვები უკვე განახლებულ ბაღში უმდა მოსულიყვნენ. თუმცა ჩვენ ისევ აქ ვართ და კარი კვლავ დაკეტილია. ნატანების საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ოზურგეთის მერმა ვერ მოიცალა, 90-მდე ბავშვი ნახევარი წელია, ბაღის გარეშეა და სახლში ელოდება როდის მოიცლიან მათთვის, რომ ელემენტალურად, შენობის სახურავი გადახურონ” – აცხადებს ნიკოლაშვილი.