ბლოგერი, გივიკო დიდია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა გუშინ მის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გაკიცხა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია. ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული – ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო, არ იტიროო! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ, და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას. ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას, თანადგომისთვის. მართლა როგორ გყვარებივართ. მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი. მიყვარხართ და იცოდეთ, დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ.
მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს, როგორიც თქვენ გიყვართ”, – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ, როდესაც ლანჩხუთში გადაასვენეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯაბა ხოფერია, გივიკო დიდიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. “გუგუნობს ლანჩხუთი” ასე აღწერდა დიდია პოსტს.