შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში (ანასეული) გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივს, რომლის ვინაობასაც შსს არ ასახელებს, ბრალი, არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის მცდელობაში ედება
როგორც შსს პრესსამსახურში გვაცნობეს-მამაკაცს გამოძიება სსკ 141 მუხლით ედავება. რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
მეზობლები ჩვენთან მომხდარზე არ საუბრობენ, მხოლოდ ადასტურებენ, რომ ამ დილით პოლიციელებმა ანასეულში ერთ ერთი მამაკაცი დააკავეს.
თუ რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საუბარი დაზარალებულისა და ეჭვმიტანილის მეზობლებს არ სურს.
ჩვენ მხოლოდ ის გავარკვიეთ რომ ისინი მეზობლები არიან და საქმე სექსუალური ძალადობის მცდელობას ეხება.