ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, რუსეთში გაიქცა და ჩვენი მოქალაქე არააო – ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ნიკა გვარამია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ამით სრულად რჩება საქართველოს იურისდიქციაში დანაშაულზე პასუხისმგებლობის ნაწილში:

ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ფორმულირებით: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. პრეზიდენტი მიიჩნევს რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
სამართლებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა დანაშაულზე პასუხისმგებლობის ნაწილში :))) ახლა დასავლეთს ვერ ეტყვი, რუსეთში გაიქცა და ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო. აქაა და აღარც უნდა გაუშვა არსად – უნდა დააკავო აქ და ახლა.” წერს ნიკა გვარამია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share