„აფხაზეთთან მიმართებაში რეალურად არც არაფერი ხდება..ეს ვიღაც ვირეშმაკმა მოიფიქრა ახლა..“ -გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, წლიური ანგარიშის წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით პრემიერის ინიციატივა, მორიგი სატყუარაა.

„აფხაზეთთან მიმართებაში რეალურად არც არაფერი ხდება.
ეს ვიღაც ვირეშმაკმა მოიფიქრა ახლა იმ ილუზიის შექმნა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომთან სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკის გატარება ვითომ აფხაზეთის შესაძლო დაბრუნებით ახსნან და ამით იმართლონ თავი ხალხის და ისტორიის წინაშე.
მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან…“ – წერს ხუხაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share