მოძალადედ ქცეული სისტემა კი ძალადობს ყველგან, ყველა მეთოდით და ყველას წინააღმდეგ. ძალადობის მსხვერპლი საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გახდა; მიხეილ სააკაშილის საქმიდან გამქრალი კადრები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის დამალვას მტკიცებულებების გაქრობით ცდილობს; ასე მოხდა მესამე პრეზიდენტის რუსთავიდან გლდანის ციხეში ეტაპირების დროს, ასევე კადრები გამქრალია გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილს, მაჯის საათი ბადრაგებმა, ძალის გამოყენებით მოხსნეს.
გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაცია და დავით ღონიაშვილი, რომელიც მმართველმა პარტიამ, ჰოსპიტალში საგანგებოდ მიავლინა, ღიად ამბობნენ, რომ კადრები თავად წაშალეს; თუმცა მიხეილ სააკაშვილმა 27 დეკემბერს მომხდარი ინციდენტიც დეტალურად გაიხსნენა და მოძალადეებს შორის ღონიაშვილიც ამოიცნო.
სუს-ის გაგზავნილი სპეც წარმომდგენელი, რომელიც წლების წინ, ძალოვანი უწყებიდან ნარკოსკანდალის გამო გააგდეს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა, მისივე კლანის წევრი, სისტემაში ისევ დააბრუნა და საგანგებო დავალებაც მისცა;
კონკრეტულ მტკიცებულებებსა და მესამე პრეზიდენტის ჩვენებაზე დაყრდნობით, ჩვენმა ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა აღადგინა სცენა – რა ხდებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკნად გადაკეთებულ პალატაში 27 დეკემბერს, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგაორმეობა დამძიმდა და მასთან, ექიმების ნაცვლად, ბადრაგების 6-კაციანი ჯგუფი შევიდა.
წყარო : მთავარი არხი