ჟურნალისტი ვახო სანაია ე.წ კარვებს კანონის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ქოცებმა კარვები და კონსტრუქციები არაო. უნდა ავკრძალოთო.
ფოტოებზე – 2009 წელი. ოპოზიციის ,,საკნების ქალაქი”. თვეების განმავლობაში ეწყო თბილისის ცენტრში. ძირითადად ცარიელი – წერს სანაია.
ცნობისთვის, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.