ხვალ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა – დირექტორს “აირჩევს”

ხვალ, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს აირჩევს.

13 ადგილიანი საბჭოს წევრები, ერთ კანდიდატურას, ამავე სკოლის პედაგოგს, ხათუნა ლომთაძეს, უყრიან კენჭს,

ამ უკანასკნელს, დირექტორად არჩევისთვის დამსწრეთა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.. თუმცა, შესაძლოა, მან, უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ შეძლოს.

რადგან სკოლა -პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები – ცალსახად – განათლების სამინისტროს მიერ კენჭისყრიდან მოხსნილი კანდიდატის-ტარიელ კალანდაძის მხარდამჭერია.

ცნობისათვის,  ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნებში,  სკოლის  სამეურვეო საბჭოს არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ – ტარიელ კალანდაძე და ხათუნა ლომთაძე (ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).

თუმცა განათლების სამინისტრომ, სპეციალური განკარგულებით, ტარიელ კალანდაძეს კენჭისყრის უფლება ჩამოართვა და მისი კანდიდატურა დაბლოკა.

ამ გადაწყვეტილებას ადგილზე დიდი პროტესტი მოყვა,

პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა გასული კვირის პარასკევს, სკოლის წინ, ხალხმრავალი მიტინგიც გამართეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share