ვაქცინაციის კამპანია ჩოხატაურის სოფლებში

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, დღეს, ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობდა.
ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.
კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აცრა სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინით. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share