დედა ოზურგეთიდან, რომელიც მძიმე ავადმყოფი შვილისთვის საჭმელს ითხოვს

ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, სახლის ცარიელ კედლებში ორი სნეული ადამიანი – 74 წლის ავადმყოფი  დედა, ციალა ჩხაიძე და მისი ინსულტ გადატანილი, მწოლიარე შვილი ცხოვრობს. სიცივით გათანგულ სახლში შიმშილი და სიღატაკეა.

როგორც ციალა ჩხაიძე ამბობს, ერთადერთი შვილი უწამლოდ და შიმშილით უკვდება. თავადაც მძიმე ავადმყოფი ქალბატონი, მხოლოდ იმას ნატრობს, რომ ავადმყოფი შვილისთვის ელემენტარული წამალი და საჭმელი  ჰქონდეს. მათ არ ჰყავთ დამხმარე, რომელიც მცირედით მაინც შეეწევა ოჯახს:

”ჩემს შვილს დიდი ხნის სიცოცხლე არ აქვს. როგორ ვუშველო, ვერ ვხვდები. ძნელია მშიერი და ავადმყოფი შვილის ყურება ,ვის ვთხოვო დახმარება არ ვიცი. ჩუმად ტირის ჩემი შვილი,მე ვამშვიდებ, სანამ ცოცხალი ვიქნები, არ მოგაკლდება არაფერი,ვინმე დამხმარეს ვნახავ, მაგრამ მერე რა ეშველება , მე რომ მოვკვდები,საშინელ დღეში ვართ, არ ვიცი რა ვქნა”.

74 წლის ქალბატონს გადაადგილება უჭირს. არ აქვთ შეშა ან გათბობის სხვა საშუალება. სახლი, რომელსაც მხოლოდ კედლები აქვს, არაფრით თბება და საშინელი სიცივეა. მცირედით ეხმარება რამდენიმე მეზობელი, რაც რა თქმა უნდა , საკმარისი არაა:

“ვუყურებთ მშიერი ერთმანეთს. არც ახალი წელი იყო ჩვენთვის და არც ძველი. არავინ გვყავს პატრონი,  ვართ უპატრონოდ. არც წამლის ფული მაქვს, არც საჭმლის ფული მაქვს. მე თვითონ ვერ დავდივარ, საიდან რა ვიშოვო არ ვიცი. მე რომ ჯანმრთელი ვიყო, საჭმელი სანატრელი არ მექნებოდა, ფეხზე სიარული რომ შემეძლოს, არავის შევაწუხებდი.” – ამბობს ციალა ჩხაიძე.

დახმარების მსურველებისთვის:

თიბისი ბანკი #GE20TB7969145064300016
საქართ.ბანკი: #GE87BG0000000346009108
მიმღები: ზურაბ ჯღამაძე
დანიშნულება: ციალასათვის.
☎️ 5️⃣7️⃣7️⃣5️⃣6️⃣6️⃣5️⃣9️⃣9️⃣ ვაცაპი ან ვაიბერი
დახმარების მსურველი ემიგრანტებისათვის
ფეიფალის იმეილი:
ShotooChkhvirkia@gmail.com
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share