„საკმაოდ კომიკურია ის, რაზეც გვიწევს საუბარი… დრამატულია სახელმწიფოსა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ – ამ განცხადებას რეჟისორი გიორგი სავანელი „რეაქციაში“ აკეთებს.
რეჟისორი ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელიც ტრენინგების საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. გიორგი სავანელი ითხოვს, რომ ის ფარული ჩანაწერი, რაც უსაფრთხოების სამსახურს აქვს, სრულად გაასაჯაროოს.
სავანელი დარწმუნებულია, რომ ამ გზით, ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი პირების დისკრედიტაციას ცდილობს საზოგადოების თვალში, ასევე არის დაშინების მცდელობა მოსახლეობის. “არეულობის შიშით” რეჟისორის თქმით, ხელისუფლება საარჩევნოდ ხმების მოგროვებას ცდილობს.
მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სრულიად ინერტულია მართლა მტრების, აგენტების თუ დივერსანტების გამოვლენაში, დამოუკიდებელ ხელოვანებს უთვალთვალებენ და თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია იმ ბრალდებებს, რის გამოც გამოკითხვებს აწარმოებენ. მეშვიდე ადამიანი ვარ ჩვენი ჯგუფიდან, რომლებიც ამ ტრენინგებს ვესწრებოდით, გვიბარებენ. თუ ტრენერებს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებათ და ეს ტრენერები ჩვენ გვიტარებდნენ ტრენინგებს, ბუნებრივია, რაღაცნაირად ჩვენც მოვიაზრებით ამ რაღაცის ნაწილად,“ – ამბობს რეჟისორი.