“ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი” – სიმღერით ნათქვამი სათქმელი

“ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი, მინდოდა, მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ” – ლიზი გოზალიშვილმა თავისი სათქმელი სიმღერით უკვე თქვა და თავისი დამოკიდებულება ამ სიტყვებით აუხსნა გერმანული ვოისის ჟიურის და მაყურებელს. გერმანიაში სასწავლებლად წასულმა, კონკურსში მონაწილეობა უცებ გადაწყვიტა. მისმა სპონტანურმა ნაბიჯმა გაამართლა. გერმანული ვოისის მე-13 სეზონის ქართველმა მონაწილემ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და მომდევნო ეტაპზეც გადავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share