თამაზ კილაძე – როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი

„რომ გადავხედოთ სოფლებში არსებულ სიტუაციას თვალში პირველ რიგში დიდი ოდენობით მოუვლელი ფართობები და დაუმუშავებული მიწის ნაკვეთბი მოგვხდებათ. ვაშენებთ პლანტაციას ამა თუ იმ კულტურის, შემდეგ მოუვლელობის გამო იქმნება პრობლემები. შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ გურიაში მეცხოველეობა და მეღორეობა ფაქტობრივად არ არსებობს. ამის არის ობიექტურიც და სუბიექტური მიზეზები” –

თამაზ კილაძე, ვეტერინარი, მთესლავ-ტექნიკოსი

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

ლადო მენაბდე „გურიის მოამბე“

„მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ მესაქონლეობას მივსდევთ,

აქედან გამომდინარე აგრონომია და ვეტერინარია მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და გლეხს, სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეს, მინიმუმ  რაღაც დონეზე გარდა ინფორმირებულობისა ცოდნის შეძენაც მართებს ამ ორი მიმართულებით“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს, ოზურგეთელი ვეტერინარი, მთესლავ ტექნიკოსი, თამაზ კილაძე

„რომ გადავხედოთ სოფლებში არსებულ სიტუაციას თვალში პირველ რიგში დიდი ოდენობით მოუვლელ;ი ფართობები და დაუმუშავებული მიწის ნაკვეთბი მოგვხდებათ. ვაშენებთ პლანტაციას ამა თუ იმ კულტურის, შემდეგ მოუვლელობის გამო იქმნება პრობლემები. შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ გურიაში მეცხოველეობა და მეღორეობა ფაქტობრივად არ არსებობს. ამის არის ობიექტურიც და სუბიექტური მიზეზები”. ამბობს ის.

ბატონი თამაზი ბოლო წლებია ფოთს, ლანჩხუთსა და ქუთაისის რეგიონს ემსახურება. მის სერვისზე მოთხოვნილება დიდია. თუმცა ამბობს, რომ  ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებაში ეს მინიმუმიც არ არის.

-ბატონო თამაზ. აქვს თუ არა დღეს გურულ გლეხს, რომელსაც ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ან ღორი, ინფორმაცია და შესაძლებლობა, მინიმალური დანახარჯებით როგორ გაიუმჯპვესოს მდგომარეობა?

– რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ პირველ რიგში მას არა აქვს ინფორმაცია, ჩვენ მაგალითად გლეხებს ვთავბაზობთ, მინიმალურ ფასებში, 50 ლარად მივაწოდოთ თავისი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის ახალი მერძევე, მეხორცე, ასევე მერძევე-მეხორცე საქონლის თანამედროვე ჯიშები, „შვიცი“, „ჯერსი“, „სიმენტალი“ და სხვა, რომელი ჯიშებიც მინიმუმ გაასამმაგებენ როგორც რძის-შესაბამისად რძის პროდუქტების ასევე ხორცის ოდენობას, მაგალითისათვის „შვიცი“ მეხორცე საქონელია – იდეალური ჩვენს პირობებში, ჯერსი მერძევეა, მისი რძის ცხიმიანობა კამეჩის რძის შემადგენლობას უტოლდება, კიდევ „ჰორშტეინი“ მაგალითად-ჩვენი საქონელი თუ მაქსიმუმ 23-25 ლიტრ რძეს გვაძლევს, ეს 80 ლიტრზე ადის. განსხვავება თქვენ თვითონ ნახეთ,

რა თქმა უნდა მეორე საქმეა კვება. აი ჩვენი ჯიშები, აქ ძირითადად ხევსურული და მეგრული ჯიშის საქონელია-თუ გვაძლევს 150 კილოგრამ ხორცს, ჯერსი გვაძლევს 250 კილოგრამს. როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენთან დასავლეთში ძირითადად მეგრული ჯიშის საქონელი გვყავს, აღმოსავლეთში ხევსურული, ხელოვნური განაყოფიერებით ორთავე ჯიშის მდედრისაგან შეგვიძლია მივიღოთ კარგი შედეგი. მაგალითად გერმანული „სიმენტალი“, რომელიც მერძევეც არის და მეხორცეც, ამ ჯიშებზე გადასვლის შემთხვევაში, რომელიც ნებისმიერ მსურველს, გლეხს 50 ლარი დაუჯდება, ქვეყნის მასშტაბით ეს ყველაზე მინიმალური ფასია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გლეხის მდგომარეობას, რძისა და ხორცის მოსავალს მინიმუმ ორჯერ და მეტითაც გაზრდის, რატომ არ უნდა ვისარგებლთ ამ შესაძლებლობებით? განვმეორდები საქონელს სჭირდება კვება.

-კვება ახსენეთ და ჩვენს პირობებში გლეხს შეუძლია გამოკვებოს პირუტყვი?

-გეტყვით ახლა, ერთი ძროხა, მისი ხბოთი, წლის განმავლობაში რომ გამოკვებოთ,  სჭირდება 1000 კვადრატული მეტრი ფართობი, რა თქმა უნდა მისი დამუშავებითა და მოვლა პატრონობით-ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერს შეუძლია. შესაბამისი ტექნოლოგიებით, ამასაც თავისთავად ცოდნა სჭირდება.

მე შემიძლია ამ მიმართულებით ნებისმიერი ჯიშის გამოყვანა ხელოვნური განაყოფიერების გზით, იქნება ეს მეხორცე  გერმანული „სიმენტალი“, ჭრელი, ასევე მერძევე ინგლისური „ჯერსი“, „ჰოლშტეინი“-ჰოლანდიური მერძევე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ხელოვნური განაყოფიერების, ამ შემთხვევაში თესლი დაცულია, სუფთაა და მისგან რაიმე სახის დაავადებების გავრცელება წარმოუდგენელია, პირიქით ეს გზა მდედრს იცავს ამისაგან, რაც შეეხება ბუნებრივ განაყოფიერებას, ანუ :ბუღას: არავინ იკვლევს მის ჯანმრთელობას განაყოფიერების დროს, სავსებით შესაძლებელია სქესობრივი გზით საქონელს სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ბევრია მესაქონლეობაში, გადაეცეს პირუტყვს

=ბატონო თამაზ რაც შეეხება ღორს?

-ღორი არის ყველაზე იოლად, ასე ვთქვათ, გასატანი შინაური ცხოველი, თუმცა ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ უს ძალიან სუსტია, აქედან გამომდინარე პრობლემაა ე.წ. „შარაზე გადმოგდებული ღორები“ – რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს ადვილად „იტაცებენ?  მისი კვება საყურადღებოა. აუცილებელია მისი ლოკალიზება და გარკვეულ ფართობში მოქცევა შევძლოთ, საქართველოში ღორის ბევრი ჯიშები გვაქვს, შემოდის ამ ბოლოს უცხოეთიდანაც, მაგალითად ჰოლანდიური „ლანდრა“, მაგრამ მე გლეხებს ვურჩევდი კახური ჯიშის ღორების მოყვანას, ვფიქრობ რომ ის ყველაზე მეტად წარმატებულია ჩვენთან. ღორი საერთოდ ყველა ჯიშის კარგია მაგრამ კახურ ღორს არა აქვს ზედმეტი ცხიმიანობა, წყობა, ე.წ. „ბეკონი ხორცი“ აქვს კარგად, მჭლე, ქონი-მჭლე-ქონი და ასე შემდეგ. მივიჩნევ, რომ უნდა შევინარჩუნოთ დედა ღორი თორემ დანარჩენი, როგორც კი 10 კილოგრამს გადააჭარბებს, უმჯობესია მისი რეალიზაცია. ჯიშთა გაუმჯობესება, რომელიც სულ რაღაც 50 ლარი გვიჯდება, ჩვენ სოფლებში მაცხოვრებლებს უცებ აძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ  მდგომარეობა.

საერთოდ, სამწუხაროდ ვეტერინარია, აგრონომია ჩვენს ქვეყანაში ვერ ვიტყვი რომ არ არსებობს მეთქი, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა, ერთადერი კახა ბენდუქიძე იყო, რომელიც ამაზე ზრუნავდა და ბევრი რამ გააკეთა, სამნწუხაროდ კიდევ უფრო ბევრი ვერ მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ „გეორგიანელები“ ვართ ეს დარგები ჩვენან  პოპულარული არ არის. ჩვენთან,  ყველა საერთაშორისო ეკონომიკაზე გარბის და სად გვაქვს ამდენი ეკონომიკა, თანაც საერთაშორისო – მომკალით და ვერ ვხვდები.

ოზურგეთში, თუ გნებავთ ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც, ანუ გურიაში-ეკომიგრანტები რომ არ იყვნენ სოფლის მეურბნეობა, მესაქონლეობა საერთოდ არ გვექნებოდა და არც ბაზარზე იქნებოდა ადგილობრივი პ[როდუქცია, ალბათ არაფერი ახალი არ მითქვამს-ეს ფაქტია. 

-რაიმე გსმენიათ „ბახვი ჰესის“ შესახებ?

-მე ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ და ვერ ვილაპარაკებ, ერთი კი ვიცი და ვიტყვი, ბევრი მომართვა მაქვს მთისპირიდან, უკანავადან, ბახვის ხეობიდან, სხვა სოფლებთან შედარებით უფრო მეტი, ვფიქრობ, რომ ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც პირდაპირ ასევე ირიბად დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, გზა გაკეთდება, ადამიანები დასაქმდებიან, ბევრ ოჯახში დოვლათი შევა, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, ასე რომ. მე მივესალმები მსგავსი ტიპის აქტივობებს და მასში მხოლოდ დადებითს ვხედავ.

 

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკას – „სოფლის ცხოვრება“ – ვიწყებთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ფერმერს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share